რეზონანსი
17.01.2021

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე აცხადებს, რომ არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს. მიტროპოლიტი საჭიროდ მიიჩნევს, რომ არა ზოგადად, ვაქცინაზე, არამედ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რომელი პრეპარატი როგორ მოქმედებს, როგორ იცავენ ადამიანს და რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ.

"არ შეიძლება, რომ ვაქცინას უკუეფექტები არ ჰქონდეს. აუცილებელია, რომ კონკრეტულ პრეპარატებზე, არა ისე, ვაქცინაზე, არამედ - საერთოდ კონკრეტულ პრეპარატებზე იყოს საუბარი და ახსნილი, თუ რას წარმოადგენენ ეს პრეპარატები, როგორ მოქმედებენ ადამიანში, როგორ იცავენ ვირუსისაგან და რა უკუჩვენებები გააჩნიათ ამ პრეპარატებს.

ეს არის ჩემი პირადი აზრი. რა თქმა უნდა, ამაზე იმსჯელებენ შემდგომ, უკვე მღვდელმთავრები როცა შეიკრიბებიან და მერე ჩამოყალიბდება უკვე ეკლესიის აზრი როგორი იქნება," - აცხადებს მიტროპოლიტი თეოდორე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )