რეზონანსი
17.01.2021

სადაც უნდა იქ წავიდეს ბატონი ივანიშვილი, მთავარია, ჩამოსცილდეს არაფორმალურ მმართველობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთში შესაძლო წასვლის შესახებ.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, „ჩამოშორდება თუ არა რეალურად ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას, ილუზიებში რომ არ ვიყოთ, ამას მომავალი თვეები დაგვანახებს“.

ის ასევე გამოეხმაურა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს და აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელ სავარძელში იქნება.

„რეალურად ეს არაფერს შეცვლის ქვეყანაში - აბსოლუტურად მნიშვნელობა არ ექნება, გახარია იქნება პრემიერი, კალაძე თუ კობახიძე.

„ქართული ოცნების“ გუნდი არ არის მიმართული მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ვხედავთ, რომ საუბრობენ მხოლოდ წარსულზე, ოპოზიციის გაქრობაზე და არც ერთი გადაწყვეტილება და ინიციატივა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, პოლიტიკური და კორონა კრიზისიდან, არ მიუღიათ. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რომელ სავარძელში ჩაჯდება, ეს არის წარსულის გუნდი, რომელიც უნდა დასრულდეს არჩევნების გზით და მოვიდეს ახალი კოალიციური ხელისუფლება, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, იდეების გენერირება და კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილებები,“- განაცხადა ჩიხლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გალელი   (17.01.2021)
თქვენ და თქვენი დამქაშები ხომ ააშენებთ და ააყვავებთ საქართველოს! ნეტავ რა შეგიძლიათ ლაპარაკის მეტი.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )