რეზონანსი
17.01.2021

კობი-გუდაური ისევ ჩაკეტილია - უკვე მეოთხე დღეა, გადაადგილება ყველანაირი სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მანქანების რიგები დუშეთიდან იწყება. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ადგილზე ისევ ზვავსაშიშროება და ძლიერი ქარია, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

ადგილზე, ასევე, 10 კილომეტრიანი სატვირთო ავტომობილების რიგებია. როგორც მძღოლები "კურიერთან" აცხადებენ, მათ საჭირო პროდუქტებსა და წყალზე, ამ დროისთვის, დეფიციტი არა აქვთ, თუმცა, მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, მათ უკვე საჭირო პროდუქტებსა და საწვავზე შეექმნებათ დეფიციტი.

"3 დღეა ვდგავარ, მაგრამ ჯერ არაფერია ცნობილი, თოვლია გამოცხადებულია და რა იქნება, არ ვიცით. თოვს უღელტეხილზე და გზა არ არის," - აცხადებს ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

დიდთოვლობამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. სტეფანწმინდაში ამ დრომდე ჩარჩენილია ათეულობით მანქანა, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებს.

"ქარია ზოგადად, თვითონ უღელტეხილზე ჩამოთოვა კიდეც. სავარაუდოდ, ალბათ, სამშაბათს შეიძლება გაიხსნას, თუ არ გაუარესდა ამინდი. სტიქია ისეთი რაღაცაა, რომ ამის წინ ვერავინ ვერ წავა. ყურადღების ქვეშ ვართ," – განაცხადა დამსვენებელმა თენგო ხუციშვილმა.

ყაზბეგის მერის ინფორმაციით, მათ ჩარჩენილი ადამიანები საკვები პროდუქტებითა და დროებითი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყვეს.

"11 იანვრიდან აკრძალულია გადაადგილება ქარისა და ზვავსაშიშროების გამო. ვერ ირთვება, ჯერჯერობით, საბაგირო. სასტუმროებში არიან გადანაწილებული ადამიანები, კიდევ პატარა მანქანებით არიან დამსვენებლები. უამინდობის გამო, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება," - აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (17.01.2021)
დოყლაპიაობა, უტვინოება, უცოდინრობას საზღვარი არ აქვს ამ საქართველოში...😢😢😢😢😢. მთავრობას : თუ იცი რომ ცუდი ამინდია მოსალოდნელი ნატახტარიდან გადაკეტე რომ ეს უტვინო სატვირთო მანქანის მძღოლები ხევში არ გადაიჩეხდნენ... მძღოლებს : მთისკენ რომ მიდიხართ რა ამინდია მოსალოდნელი იმით მაინც დაინტერესთით თქვე უტვინოები . სად მიდიხართ და ამ ყეყეჩ მთავრობის იმედზე გინდათ უღელტეხილზე თოვლში გადახვიდეზთ...😊😊😊😊😊. რა დაგბადათ მთელი საქართველო ესეთი გამოსირებულები. რამეთი დაინტერესდით, რამე წაიკითხეთ ან ისწავლეთ ან სხვის შეცდომებზე ისწავლეთ..😳😳😳😳😳 . ბოლოს და ბოლოს ერთი საქმე მაინც გაკეთეთ კარგათ ვინმემ..... ბიჯოს 🤨🤨🤨


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )