რეზონანსი
17.01.2021

შეუძლია თუ არა კოვიდ-19-ით ნაავადარ პაციენტს დაავადების გავრცელება გამოჯანმრთელების შემდგომ? – ამ კითხვაზე პასუხს ექიმი ნანა გეგეჭკორი ამერიკული დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებ-გვერდზე დაყრდნობით განმარტავს.

„ხშირად მწერენ კონკრეტულ მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან კოვიდ-გადატანილი პაციენტები, რომ ისინი ლამის ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ საზოგადოების არაინფომირებულობის გამო.

- დღეს არსებული მონაცემებით, ადამიანები ვინც გადაიტანეს კოვიდის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება და გამოჯანმრთელდნენ ინფექციის გადამტანად რჩებიან არაუმეტეს 10 დღისა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან.

- ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდ-19-ის მძიმე ან კრიტიკული ფორმა და გამოჯანმრთელდნენ, ინფექციის გამავრცელებლად არ ითვლებიან პირველი სიმპტომების დაწყებიდან 20 დღის შემდგომ.

- გამოჯანმრთელებული პაციენტი შეიძლება ტესტ-დადებითი დარჩეს დაახლოებით 3 თვემდე ვადით, ამ დროს ცხვირხახიდან აღებული ნიმუში შეიცავს SARS-CoV-2-ს რნმ-ს, თუმცა მისი კონცენტრაცია დაავადების მწვავე პერიოდთან შედარებით ბევრად დაბალი, იმდენად დაბალი, რომ რეპლიკაციის უნარის მქონე ვირუსი ამ ნიმუშში პრაქტიკულად არ არის, შესაბამისად ინფიცირების საფრთხე არ არსებობს. ეს ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ვერც ერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა, რომ კლინიკურად დამოჯანმრთელებულ პაციენტს შეუძლია სხვების ინფიცირება!

- მრავლობით კვლევაზე დაყრდნობით კლინიკურ გამოჯანმრთელებაზე დაფუძნებული იზოლაციის წესების გამოყენება საიმედოდ ითვლება და განმეორებით PCR ტესტირებას გამოჯანმრთელებული პაციენტი არ საჭიროებს.

- პაციენტების უმრავლესობისთვის იზოლაცია სავალდებულო აღარაა დაავადების პირველი სიმპტომებიდან 10 დღის შემდგომ, თუ ბოლო 24 საათი უსიცხო იყო ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე.

- ძალიან მცირერიცხოვანია იმ პაციენტების რიცხვი, ვინც გადაიტანა დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმა, მათთვის იზოლაციის პირობების დაცვა აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომებიდან 20 დღის განმავლობაში.

- თუ პაციენტს აღენიშნებოდა კოვიდ-19-ის უსიმპტომო ფორმა, იზოლაციას საჭიროებს მხოლოდ 10 დღის განმავლობაში.

- გამოჯანმრთელებული პაციენტი, ზემოთ მითითებული პირობების და ვადების დაცვით იზოლაციას არ საჭიროებს, რაც ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია იყოს საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრის ირგვლივ ზოგადად მიღებული სტანდარტების შესაბამისად.

- ზოგადად მიღებული სტანდარტებია, ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა ყველასთვის.

- გამოჯანმრთელებული ადამიანიც ემორჩილება პრევენციის წესებს, არა იმიტომ, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, სინამდვილეში საზოგადოების ინფიცირებულები წევრები წარმოადგენენ საფრთხეს მისთვის, რადგან რეინფიცირების შესაძლებლობა დადასტურებული ფაქტია“, – წერს ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )