რეზონანსი
17.01.2021

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავში, სოფელ მუქოში გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა ცნობილია.ის 52 წლის თამაზ წოწკოლაურია.​ ინფორმაციას ადასტურებს სოფლის რწმუნებული, მაია წელაური.

„ადგილობრივი, ბრძენი ადამიანი იყო, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა – როგორც მაცხოვრებელი და როგორც ყველაზე ახალგაზრდა ხევისბერი ხევისბერებს შორის, ყველას იმედი იყო.

საკუთარ მანქანაში მარტო იჯდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მუქოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევია, სწორედ იმ ხევში გადაიჩეხა. ახლაც ცხედრის ამოყვანის პროცედურა მიმდინარეობს“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" მაია წელაურმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )