რეზონანსი
16.01.2021

კასპში ერთ-ერთ საამქროში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გ.მ. ადვოკატმა მოინახულა. დაკავებული შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება.

მისი ინტერესები საზოგადოებრივ დამცველს უნდა დაეცვა, თუმცა ქეთევან გაგოევას ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარს ამბობს დაცვაზე. ის ასევე უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და უკიდურესად აღელვებულ მდგომარეობაშია.

დაკავებულს ამ დრომდე ჯერ ბრალი არ წარდგენია, თუმცა გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (17.01.2021)
თუკი ცხრა წელი ემუქრება ციხე თვითყ დაეხოცათ ვინც ემუქრებოდა განა ბევრს მიუსჯიდნენ ცხრა წელზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )