რეზონანსი
16.01.2021

ბიძინა ივანიშვილის მიდგომა, რომელიც ძალაუფლების გადაცემას გულისხმობს, გამორჩეულია რეგიონში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერები, როგორ წესი, ვერ ელევიან ძალაუფლებას და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით, - ასე ეხმიანება გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

გამოცემა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით იგი უარს ამბობს ყველაფერზე, რათა დრო დაუთმოს ფილანთროპის როლში მთელი თავისი ქონების გაცემას საქველმოქმედო მიზნებისთვის, მისაბაძ ნარატივს უწოდებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ტრამპის, ვლადიმერ პუტინის და ლუკაშენკოს პოზიციებისა და მიდგომებისგან.

საუბარია ვლადიმერ პუტინის შარშან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება 2036 წლამდე, ასევე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე და მის განცხადებაზე, რომ აგვისტოს არჩევნებში, რომელიც საყოველთაოდ დაგმეს, როგორც გაყალბებული, მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება და პრეზიდენტ ტრამპის პოზიციაზე, რომელიც ახლა განიხილავს თავისი პოლიტიკური მომავალის ვარიანტებს, ხოლო ოთხშაბათს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს თავისი „მოძრაობის“ გავლენასა და წონაზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
2021   (17.01.2021)
საქართველოში ოლიგარქი, რომელიც ტრამპის გამოძახილია ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. ბევრს მისი არ სჯერა, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ი. „დაახლოებით ათი წელია საქართველოს საკუთარი ტრამპული ისტორია აქვს: მილიარდელი, რომელმაც პოლიტიკური ძალა ააგო, რამაც იგი შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერად აქცია. ახლა, 64 წლის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა თავისი ბედი ქველმოქმედებისკენ წარმართოს“, - წერია სტატიაში. როგორც სტატიის ავტორი წერს, ეს შთამაგონებელი ამბავია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ლიდერები ხშირად ძალაუფლებას ეჭიდებიან და იშვიათად მიდიან საკუთარი ნებით. „პრობლემა იმაშია, რომ ამის, ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტებიდან და რეგიონალური პოლიტანალიტიკოსებიდან ცოტას თუ სჯერა ამის. მათი თქმით, ის, სავარაუდოდ, გააგრძელებს მმართველობას კულისებიდან და თავიდან აიცილებს პასუხისმგებლობას მმართველ პარტიაზე, რომელსაც მზარდ ანტიდემოკრატიულ მიდრეკილებებში ადანაშაულებენ“, - წერს გამოცემა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ სადავეები ირაკლი კობახიძეს გადასცა, თუმცა გაურკვეველია მომავალში როგორ წარიმართება პარტიის ბედი ივანიშვილის გარეშე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )