რეზონანსი
16.01.2021

საქართველო მის მსგავს ქვეყნებს შორის იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ვაქცინის პირველი პარტია იქნება „ფაიზერის" რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

„მთელი ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით, იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის" ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა.

ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა - ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა", თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა" საქართველოსთვის ოპტიმალურია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ვაქცინის პირველი პარტიით რისკ-ჯგუფები აიცრებიან. ამასთან ცერცვაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )