რეზონანსი
16.01.2021

ამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელსაც ესა თუ ის მხარე გვთავაზობს ან ტოტალიზატორში წასვლას და ა.შ., საპირწონედ დგას ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ღირებულებების. ამ ქვეყანას მოპარეს არჩევნები, ხალხს მოპარეს არჩევნები და სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ ნებისმიერი მოლაპარაკებისა და შეთავაზების დროს.

ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის რომ არჩევნები დაუბრუნდეს საქართველოს მოსახლეობას, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შეიძლება ამ შეთავაზების მოდიფიცირება, თუმცა მთავარი ამოსავალი ღირებულება არის ის, რომ ჩვენ ხალხის ინტერესები დავიცვათ ნებისმიერ მმართველ პარტიასთან და სხვასთან მოლაპარაკების დროს.

მეხუთე რაუნდის წინ მოცემულობა არის შემდეგი - ხალხი, რომელსაც მოპარეს არჩევნები ითხოვს ამ საარჩევნო უფლების დაბრუნებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით და ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნების გაყალბებით ხელისუფლება, ცდილობს, შეინარჩუნოს. ამიტომ, გამოსავალი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )