
კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ბრალდებული, რომელმაც ერთ-ერთ ქვის საამქროში ორი მძევალი აიყვანა 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია.
როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, მის შვილს პრობლემები ბიზნესპარტნიორთან ჰქონდა, რომელიც მენაბდიშვილს მოკვლით ემუქრებოდა.
მისივე თქმით, გიორგი მენაბდიშვილი ქვის საამქროს ერთ-ერთი მეწილეც იყო და დაახლოებით 10 პროცენტიან წილს ფლობდა. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მის შვილს დანარჩენი მეწილეები სთხოვდნენ, რომ ბიზნესიდან გასულიყო.
"ემუქრებოდნენ.. 6 თვეა ჩემი შვილი იქ მუშაცაა, ყველაფერია. ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ, ამ ფაქტს არ მალავდა, პოლიციაშიც იჩივლა" - ამბობს ბრალდებულის დედა "ტვ პირველთან".
27 წლის მამაკალი პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მასთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც გაირკვე ბრალდებული ყოფილი პოლიციელია და მან შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს დატოვა.