რეზონანსი
16.01.2021

ერთიანი ძალისხმევით და განახლებული ენერგიით შევძლებთ, დავძლიოთ ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლა „ქართული ოცნებისთვის" გამოწვევაა.

„რა თქმა უნდა, პარტიიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა ჩვენთვის ყველასთვის გამოწვევაა, ვინაიდან ბატონი ბიძინა, არის პარტიის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი და სწორედ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ყველა პრობლემას ვუპასუხოთ სათანადოდ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (16.01.2021)
რას გავხარ შე უბედურო ბლუ. რის დამძლევი ხარ


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )