
განსაკუთრებული ორიგინალურობა არ არის, თუ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან არის უსერიოზულესი გამოწვევა. ამიტომ ვსაუბრობთ სწორედ პოლიტიკური იმუნიტეტის აღდგენაზე და გაძლიერებაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მთავარი ქველმოქმედება იყო პოლიტიკური ქველმოქმედება,როდესაც მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა.
„ეს სერიოზული დანაკლისი ჩვენ უნდა შევავსოთ გაათმაგებული ძალისხმევით, რადგან ერთია პარტიის სტრუქტურა, მისი გაძლიერება, ამომრჩეველთან ურთიერთობა, კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური კომუნიკაცია და მეორეა ქვეყნის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული გამოცდილება დაგვიგროვდა უკვე ამ ხნის განმავლობაში, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, „ქართულ ოცნებას", ამაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო თვითონ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი და არა ქველმოქმედი და არა პიროვნება, არამედ პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი. შემთხვევით არც იმაზე გვაქვს საუბარი, რომ ყველაზე მთავარი ქველმოქმედება მისი იყო პოლიტიკური ქველმოქმედება, როდესაც მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ავტოკრატიული რეჟიმი და შეექმნა დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განაპირობებდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვას", - განაცხადა მამუკ მდინარაძემ.