რეზონანსი
16.01.2021

ვასილ მაღლაფერიძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი, პარტიამ კი უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე.

„ვფიქრობ, საინტერესო ეტაპი იწყება, რადგან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება მის გარეშე. ეს არ არის ხშირი მოვლენა საქართველოში და პარტიასაც დიდი პასუხისმგებლობა აწევს.

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ" უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევა მის წინაშე, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანაა, ეს შევძლოთ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )