რეზონანსი
16.01.2021

ჩვენი პარტიისთვის, მისი თითოეული წევრისა და მხარდამჭერისთვის განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული დღევანდელი დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ გზის მართებულობა, რამაც არაერთი სირთულის მიუხედავად, ქვეყანა მშვიდობიანად მოიყვანა დღევანდელ დღემდე.

„მოსახლეობის ამგვარი ნდობა გუნდის თითოეულ წევრს არნახულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს გვაკისრებს. წინ უამრავი გამოწვევაა - საქართველოს ყოველთვის რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში უწევდა გზის გაკვალვა, გადარჩენა და კონტექსტი დღესაც რთულია. თუმცა, დღეს, ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გადავრჩეთ, არამედ უნდა გავიმარჯვოთ დ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დღეიდან, ჩვენ, ყველას ერთად, გუნდის გამოცდილ და ახალ წევრებს, კიდევ უფრო მეტი სიმძიმით დაგვაწვება ქვეყნის მართვის, ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის დიდი პასუხისმგებლობა და რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ, ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიაღწიოს საბოლოო გამარჯვებას და ხალხს უნდა შევუქმნათ ღირსეულად ცხოვრების პირობები და შესაძლებლობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )