რეზონანსი
13.01.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება, რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში ჩვენს მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ეს სამწუხარო ფაქტია და იმედი მაქვს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება.

საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენს მოქალაქეეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას.

მომხდარი დაპირისპირება ერთეულ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (13.01.2021)
მეპირე პარიზიდან დაბრუნებულა. ეტყობა ფრანგებმა "დატვირთეს"


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×