რეზონანსი
13.01.2021

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი ადრეა, რადგან მათ ხელისუფლების მხრიდან არ აქვთ კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს ის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, არა ვადების კუთხით, რადგან ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე პარტიები ემზადებიან რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ ნაადრევი იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული გეგმა ხელისუფლების მხრიდან, როგორ აპირებს ის ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას.

ბოიკოტია პარლამენტის, არალეგიტიმურია ერთპარტიული პარლამენტი და მთელი ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი ამ ნაწილში. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნებს დემოკრატიული ფუნქცია დაკარგული აქვს. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ კომპრომისზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება, ხელისუფლების ვალია, ყველაფერი გააკეთოს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა პარტიებმა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ერთიანი პოზიციები პარტიების არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პოლიტიკური კონტექსტს, განვიხილავთ ერთიან ფორმატში, ერთიან პლატფორმაზე ოპოზიციის, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ერთიანი პლატფორმა და მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ წუთას ძალიან ადრეა, რადგან პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის არც ერთი კონტური ჯერჯერობით არ ჩანს. თუ სიტუაცია არ განიმუხტა, ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები პრაქტიკულად, კარგავს აზრს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია, ჯერჯერობით არ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, ველოდებით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს, რომელიც უნდა იპოვოს ხელისუფლებამ. ჩვენი გეგმა შეთავაზებული გვაქვს, ამიტომ, ვნახოთ, ჯერ ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
sos!   (13.01.2021)
ხატიავ შენ გარეთ ქუჩაში გინდოდა და იქნები კიდეც მანდატის გარეშე გარეთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×