რეზონანსი
13.01.2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ უსაფუძვლო და ბინძურ კამპანიას ახორციელებენ და ციხეებში კოვიდინფიცირებულ პატიმართა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე ხორციელდება უსაფუძვლო, ბინძური შეტევა.

„ „ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფელირებული ადამიანების მიზანს წარმოადგენს ციხეებში იყოს რაც შეიძლება მეტი კოვიდინფიცირებული, რომ ამით პატიმრების ოჯახებში პანიკა დათესონ. პატიმრებზე ფარისევლური „ზრუნვით" დაკავდნენ იმ გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებზე და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობით იყვნენ დაკავებულნი.

მინდა დავამშვიდო თითოეული პატიმარი და მისი ოჯახის წევრი, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და მიღებული უარყოფითი პასუხები ( ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია ) იძლევა საფუძველს, რომ პატიმრების ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ", - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
1234   (13.01.2021)
და ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. კიდევ ბევრი ჰყავს ოცნებას ამისთა ჭკვიანი. რა წარმატებული. საქართველო ერთერთი ლიდერია გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებლით 100 000 სულ მოსახლეზე 3000 გარდაცვლილი. რეგიონის სამარცხვინო ლიდერი. ბოდიში მაინც მოუხადეთ გარდაცვლილების ოჯახებს. 3000 უზარმაზარი რიცხვია 3 მილიონიანი ქვეყნისთვის. შედარებისთვის სომხეთს ყარაბაღის ომში არ დაუკარგავს ამდენი. ერთ მხარესაც უვიცი ხეპრეეები და მეორე მხარესაც.

ჭორლეონე   (13.01.2021)
ეს ვიღა ჩემი სირაკოზაა, სად პოულობენ რუსები ამ ხალხს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×