რეზონანსი
05.12.2020

20 წლის ხატია მუკბანიანი, რომელსაც უკვე 1 კვირაა, სიცხე აქვს და 17 წლის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში იმყოფება. მისი თქმით, მასაც და მეგობარსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვთ და ბინის ქირაობა საკუთარი სახსრებით უწევთ. მან რამდენჯერმე სცადა დარეკვა როგორც 112-ზე, ისე 144-ზე და ჯანდაცვის სამინისტროშიც, თუმცა მათგან მიიღო პასუხი, რომ ოჯახის ექიმი თავადად დაუკავშირდებოდა.

“ველოდებოდით, ოჯახის ექიმი როდის დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ არ დაგვიკავშირდა. მერე მე მოვითხოვე ტელეფონის ნომერი, რომ მე მაინც დავუკავშირდე ოჯახის ექიმს-თქო, მომცეს არასწორი ნომერი, რომელზეც ზარი საერთოდ არ გადიოდა. შემდეგ მითხრეს, რომ გამოგვიგზავნიდნენ სასწრაფო დახმარებას, ეგეც არ მოვიდა”, – განუცხადა "მთავარს" ხატია მუკბანიანმა.

112-ში მას საკუთარი სახსრებით კორონავირუსის ტესტის გაკეთება ურჩიეს, რაც ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული.

“პრეპარატები რა უნდა მივიღოთ, ეგეც არ ვიცით. მაგიტომ მინდოდა ექიმთან გასაუბრება, რომ იქნებ რაღაც მაინც ერჩიათ ჩვენთვის, რა გავაკეთოთ და რა მივიღოთ. 20 წლის ვარ და ჩემი მეგობარი არის 17 წლის. არ ვიცით მედიცინის მაგდენი. ის მაინც გვითხრან, რა პრეპარატი მივიღოთ. ელემენტარული, მაგაზე მაინც მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული, იზრუნონ იმაზე, რომ საცხოვრებელი ადგილი შეგვიქმნან და ასე, ყოველდღიურად, მეგობრებმა ბინის თანხა არ გვიხადონ”, – ამბობს ხატია მუკბანიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ლალი   (06.12.2020)
ამ ექიმებმა დაწერეს ტელეფონები, დაგვიკავშირდითო: შორენა ბაწაშვილი 5(91)24 20 27; ალექსანდრე გოგინავა 5(58) 38 53 90

ინგა   (06.12.2020)
მე მქონდა კორონა, სიცხე 38 ზე ზევით თუ წავა დალიე პარაცეტამოლი. ოღონდ პარაცეტამოლის საერთო რაოდენობა 8 აბს არ უნდა აღემატებოდეს.მიირე კომშის და ფეიხოას კამპოტი, ასევე ნახევარი ლიმონს დაასხი მდუღარე გაგრილდება და დალიე,ეს სვი განუსაზღვრელი რაოდენობით, არავით შემთხვევაშ შაქარი არ უყო, არც თაფლი, იმოძრახე აუცილებლად , რომ თრომბი არ განვითარდეს. გამოჯანმრთელებას გისურვებ,კიდევ დარეკე სასწრაფოში და წყნარად დაელაპარაკე, 61 წლის ქალი ვარ მე მოვრჩ და შენ ბავში გოგო ხარ უფრო ძლიერი იმუნიტეტი გაქვს,

eka   (06.12.2020)
მერე ტელეფონის ნომერი მაინც დაწერეთ რომ რაც შეგვიძლია იმით დავეხმაროთ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×