რეზონანსი
05.12.2020

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახი კავსაძის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსახიობის კლინიკიდან გამოწერა ჯერ არ იგეგმება, თუმცა მისი მდგომარეობა უკეთესია.

„გაუმჯობესება არის. უკეთესი მდგომარეობაა. პირადად მე მასთან კომუნიკაცია არ მაქვს, რადგან ის რეანიმაციაშია და მე იზოლაციაში ვარ,მაგრამ კომუნიკაცია გვაქვს ლევან რატიანთან. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე, მთავარია უკეთესი მდგომარეობაა, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა, აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×