რეზონანსი
05.12.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი პასუხისმგებლობა კოვიდ პანდემიის მართვაში ძალიან დიდია და ამ პასუხისმგებლობას არსად გაურბის.

„ჩემი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ამას არასდროს გავურბოდი და არც ახლა იქნება ასე.  სწორედ ამიტომ არის შექმნილი მულტისექტორული საბჭო. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, სწორედ ამიტომ ბევრ საკითხს ვაანალიზებთ და გავცემთ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციებს მე არ ვიგონებ, ეს დიდი ინსტიტუციების გამოცდილებას ეყრდნობა. ახლა ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა და ამას არავინ არ მალავს. მოვა იმის დრო, როდესაც განვიხილავთ ვინ რა შეცდომა დაუშვა ვირუსის მართვის დროს. არცერთი ასეთი პროცესი ხარვეზის და შეცდომის გარეშე არ მიდის. სისტემა ძალიან გადატვირთულია და შესაბამისად ხარვეზებიც ბევრია.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×