რეზონანსი
05.12.2020

ოპოზიციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა სამშაბათს შუადღემდე მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. "ნიკოლო, მთავრობის აგარაკზე ეს შენი ცხოვრების ბოლო საათებია. ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს: ნიკოლი უნდა გადადგეს. თუკი ის შუადღის 12:00 საათამდე არ გადადგება, მთელ სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება. ჩვენ არ მივიღებთ რამე პირობას ან შეთავაზებას. არსებობს ერთი პირობა: ნიკოლი უნდა წავიდეს, ” - განაცხადა პარტია „დაშნაკცუტინის” წარმომადგენელმა იშხან საღათელიანმა.

დღეს ერევანში, თავისუფლების მოედანზე, 16 ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა შექმნა, საპროტესტო აქცია გამართა. მათი მთავარი მოთხოვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×