რეზონანსი
05.12.2020

„10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პრეტენზიები არსებობს. ბოლომდე უნდა ვნახოთ, რაშია საქმე და თუ ვინმე დასასჯელია, ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, რა იყოს ამის მიზეზები“.

„ძალიან რთულია ასეთი ტრაგედიების ფონზე სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ სიკვდილიანობა საქართველოში დაბალია. ისიც ხომ ვიცით, რომ 10-ჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება დღევანდელ, რასაც პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ჰქვია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების 99 პროცენტი მართულია ისე, როგორც უნდა იყოს მართული.

„ერთეული შემთხვევები გვაქვს, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და სერიოზული პრობლემები გაიპარა. ამას იკვლევენ შესაბამისი ორგანოები. კარგიც უნდა ვთქვათ და ცუდიც და მაშინ ვიქნებით მართლები.

ვინმეს წარმოედგინა საქართველოში, რომ დღეში უმძიმესი ვირუსით 5000-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა და მთლიანად მართლა არ ჩამოიქცეოდა სისტემა?! როდესაც ამას გაცილებით ძლიერი ქვეყნები ვერ უძლებენ. გუშინ რომ 7-ათასიან მიტინგებს აწყობდნენ, ეს ხალხი რომ „დღეს ძალიან ღელავს“, მათი სიმართლის არ მჯერა.

ეს იგივეა, ჯარისკაცებს დაუწყო ლანძღვა ომში, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. 17 წლის ბავშვი რომ გარდაიცვალა, მას მოუგონეს, რომ სისტემის პრობლემა იყო, სინამდვილეში - კორონავირუსი საერთოდ არაფერს შუაში არ იყო.

კამპანია მიმდინარეობს, ხან ეკატერინე ტიკარაძის დიპლომს ეძებენ ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, ხან Facebook-ზე გამოხტებიან და ფოტოშოპით ამზადებენ მძიმე შეურაცხმყოფელ კონტენტებს არამხოლოდ რომელიმე ექიმის მისამართით, არამედ ყველას მიმართ. როდესაც პირველი ტალღის დროს, უდიდესი წარმატება იყო, მაშინაც კი იკადრეს თავდასხმა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (06.12.2020)
ღმერთის ნებაა სიკვდილ- სიცოცხლე,კაცი ვერ შეცვლის მის წერას

2020   (06.12.2020)
ამათი შეგონებით, ხომ ვიცით, რომ საქართველოში პენსია, ხელფასი, ყველაზე მაღალია რეგიონში-კი არა, მთელს ყოფილ სსრკ-ს სივრცეში, ის კი არა, ევროპას გადავასწარით ზოგიერთ რამეებში, არადა სინამდვილეში, პრედნესტროვიეს დონეზეც არ ვართ, ოსებიც კი დაგვცინიან უკვე, საქართველოდან ხალხი ჩვენსკენ გამორბისო, სოციალური პირობების გამო,მაგრამ გასდით ამ ხალხს, ეს სიცრუე და რა გინდა...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×