რეზონანსი
05.12.2020

ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე უარს ვამბობთ, ეს იცოდნენ ერთი თვის წინაც, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„რაც ჩვენ ოპოზიციამ ელჩების ხელით გამოგვიგზავნეს, იქ 3 პუნქტი არ არის, სხვა პუნქტებიც არის, რატომ გადაწყვიტეს მათ, რომ მხოლოდ 3 პუნქტი უნდა გამოეყოთ აქედან და ასეთი კომუნიკაცია საზოგადოებასთან რატომ არჩიეს არ ვიცი, მათ შეთანხმება დაარღვიეს და ეს ძალიან ცუდია, ამაზე არ უნდა ელაპარაკათ.

როგორც ჩანს ოპოზიციის ნაწილისთვის პროცესის დაზიანება არის მიზანი და ამას თავისი რეალური და „ობიექტური“ მიზეზები აქვს. ოპოზიციამ იცის, რომ ვადამდელ არჩევნებზე ვართ უარს,. ეს იცოდნენ ერთი თვის წინ. მათ მოიგონეს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის რეალური არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვერ ვუღალატებთ და ვერ იმ 2 მილიონ ადამიანს, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგების მიხედვით გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ჩაიბაროს კვლავ ხელისუფლება. ამიტომ ახალ არჩევნებზე არანაირი საუბარი არ იქნება და ეს იციან. ისინი ისეთ საკითხს აყენებენ რაც შეუსრულებელია და კომპრომისი არ ნიშნავს წითელი ხაზის იქეთ საკითხებზე განმეორებით ბევრჯერ საუბარს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×