რეზონანსი
05.12.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, „რემდესივირი“ რომ არ დაეწყო ვერ გადაიტანდა კორონავირუსს.

„ჩემს შემთხვევაში „რემდესივირმა“ ცალსახად იმოქმედა და გადასხმას რომ ვიკეთებდი, უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც ინტოქსიკაცია მომეხსნა. როგორც ჩანს, ვირუსის რეპლიკაცია დათრგუნა. მე ძალიან მძიმე რისკის ჯგუფს მივეკუთვნები. გარდა იმისა, რომ 70 წელს გადაცილებული ვარ, მაქვს არაჰოჯკინის ლიმფომა, მძიმე იმუნოდეფიციტი და როგორც კი კოვიდი დაიწყო, ჩემი იმუნიტეტი განადგურდა; იმ დონეზე ჩამოვიდა, რაც შიდსით ავადმყოფებს აქვთ და მე რომ „რემდესივირი“ არ დამეწყო, მოვკვდებოდი. „რემდესივირი“ რომ დავიწყე, იმუნიტეტმა მეორე დღესვე დაიწყო გაუმჯობესება და ხუთ დღეში საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. მოკლედ, ჩემს შემთხვევაში ძალიან კარგი ეფექტი იქნა მიღებული.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (06.12.2020)
ჩაუტარეთ მძიმე ავადმყოფებს იგივე მკურნალობა, არ მოკვდებიან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×