რეზონანსი
05.12.2020

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ისევ გეგა გეგეშიძე აირჩიეს, რომელსაც სპორტსმენების ნაწილი კორუფციაში ადანაშაულებს. გეგეშიძე, რომელიც ხმაურიანი აქციების მიზეზი არაერთხელ გახდა, ძველ თანამდებობას დღეიდან ისევ ოთხი წლით დაიკავებს.

არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხმის მიცემამ, დღეს ინციდენტის გარეშე ჩაიარა.

გეგა გეგეშიძემ საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე კომენტარი გააკეთა.

„დიდი მადლობა დელეგატებს, რომლებმაც პრეზიდენტად მეორე ვადით ამირჩიეს. ძალიან კარგი ოთხწლიანი ციკლი ჩავატარეთ, ოთხი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის პირველობაზე პრიზიორი გვყავდა, რაც აქამდე არ მოხდარა. ამას გარდა, ბიჭებმა თავი ბევრ საერთაშორისო შეჯიბრზე გამოიჩინეს. ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადში უფრო მეტად ვასახელოთ ქვეყანა და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. ეს ყველაფერი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომის შედეგია", - ამბობს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×