რეზონანსი
05.12.2020

ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს". დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გირჩში" მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებებს გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „გირჩი" თავისი შინაარსით დესტრუქციული ძალაა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა. თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს. ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ, ასევე ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს. თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი",- განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (05.12.2020)
შარვლის ჩახდა და ტრაკის მიშვერა ოცნების ბუნებრივი პოზაა იუდა ისკარიოტელო, რა პაროდა ხარ, ვინა ხარ, აქ საიდან ჩამოეთესლე? ისე ჯაფარიძეც იუდა ხიხოსაა გარიგებული, ერთი მთელი გირჩის დედებიც...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×