რეზონანსი
04.12.2020

პარტიაში მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან,  – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პავლე კუბლაშვილმა “გირჩის” ოფისში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კუბლაშვილის თქმით, “გირჩის” გულშემატკივარია და  აპირებს დაპირისპირებულ მხარეებს ესაუბროს, რათა სიტუაციაში გაერკვეს.

„პარტიაში მოსული ვარ ჩემს მეგობრებთან, რადგან მინდა, გავერკვე, რა ხდება. გაუგებრობები ყოველთვის შეიძლება იყოს ყველა პარტიასა და სამეგობროში. „გირჩის“ გულშემატკივარი ვარ და მინდა, გავარკვიო, რა სიტუაციაა. სამწუხაროდ, ზურას ნახვა ვერ მოვახერხე. ვახტანგ მეგრელიშვილს ვესაუბრე, იაგო ხვიჩია არ მინახავს. რაც თქვენ იცით, ის ვიცი მეც. გულწრფელად გეტყვით, რომც ვიცოდე, არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ „გირჩის“ საკითხებზე ვისაუბრო, მათ შორის არც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. 2016 წლის ნოემბრის შემდეგ რაიმე შეხება არ მაქვს. ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე „გირჩში“ მიმდინარე პროცესები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ და მგონი, ეს არავის გაუკვირდება. ეს გულშემატკივრობა გარედან მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოიხატებოდა სულ ბოლო არჩევნების განმავლობაშიც კი. ეს შემოიფარგლებოდა რიგითი მხარდაჭერით საარჩევნო კამპანიისას. ძალიან არ მინდა, ჩემი მეგობრების ნაცვლად ვისაუბრო, თუ რაიმე აქვთ სათქმელი, ერთმანეთს ეტყვიან, არც ერთი არ არის ისეთი მორიდებული, რომ საზოგადოებას არ უთხრას, რა ხდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლენე   (04.12.2020)
შენი გამყიდველი დედას შევეცი შე ნაბოზარო ურია.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×