რეზონანსი
04.12.2020

ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას დღეს „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები არ დასწრებიან.

როგორც ირმა ინაშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ, დამოუკიდებლად და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი" ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკო-ს რეფორმირებას.

ინაშვილი ამბობს, რომ დღეს შეხვედრაზე მისულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს მათი საერთო ხედვების პაკეტი გააცნეს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი" ძირითად ნაწილში (ცესკო-ს რეფორმირება და ახალი არჩევნების დანიშვნა) ეთანხმება. თუმცა, როგორც ინაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე პარტია დიპლომატებთან შეხვედრას ინდივიდუალურ რეჟიმში ამჯობინებს.

მისივე თქმით, ელჩებთან დიალოგის მესამე რაუნდს აუცილებლად დაესწრება.

ელჩებთან ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას ასევე არ დასწრებიან „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კახელი   (04.12.2020)
ერთი უბანი მაინც თქვი სად გაყალბდა


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×