რეზონანსი
04.12.2020

ჩვენ შევთანხმდით, რომ დეტალებზე არ ვილაპარაკებდით, გულწრფელად გეუბნებით, ძნელია, მაგრამ სიტყვა გვაქვს ნათქვამი. რითაც მოვედით საიდუმლოდ კი არ დარჩება, უბრალოდ, ამაზე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან კონკრეტული, შეჯერებული პოზიციით მოვედით, რასაც ელჩები „ქართულ ოცნებას" გააცნობენ და შემდეგ გავიგებთ მათ პასუხს. შეხვედრის დეტალებს, სულ რომ ჯვარს მაცვათ, ვერ გეტყვით.

„ქართული ოცნებიდან" დათმობას და კომპრომისს რომ არ ველოდეთ, არც ჩვენ ვართ პატარა ბავშვები, რომ ჩვენ გვეწვალა და არც ელჩები არიან პატარა ბავშვები, რომ ვაწვალოთ. უზარმაზარ შრომას ეწევიან, უზარმაზარი დრო და რესურსი აქვთ გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ნელ-ნელა მიდიოდეს წინ, დღეს არის სწორედ წინგადადგმული პატარა ფრთხილი ნაბიჯი, რომ რაღაც საერთო შეთანხმებამდე მივიდეთ. რა თქმა უნდა, ორივენი ვართ გაჯიუტებული, ცალკე ოპოზიცია და ცალკე „ქართული ოცნება" და ელჩები ცდილობენ, რომ ცალკე რაღაც ნაბიჯები გადაგვადგმევინონ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის გამართვამდე დიპლომატები ოპოზიციას, სავარაუდოდ, ბოლოჯერ შეხვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×