რეზონანსი
04.12.2020

მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიაში არსებულ დაპისიპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე გირჩი არ დამიტოვებია. რა პოზიციაც იყო წარდგენილი ოპოზიციის მიერ, მაგ პოზიციაზე „გირჩში" ერთიანობა არის. რაც დავწერე სტატუსში, ეგ არის რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. არ ვაპირებ გარეთ გამოტანას არაფრის. პარლამენტში შესვლა-არ შესვლა საერთოდ თემა არ არის. პარტია არ დამიტოვებია. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება „გირჩი", მაგას გადაწყვეტენ „გირჩის" ამომრჩევლები. ვრჩები „გირჩის" ლიდერად. არ ვაპირებ არაფრის გარეთ გამოტანას, რაც დავწერე ეგ არის მეტი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე არ ვაპირებ. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მე მაგ ადამიანებთან ერთად არ ვაპირებ „გირჩის" კეთებას, ამ საქმის კეთებას. მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა საქმის კეთება, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავათმავრე ამ ადამიანებთან ურთიერთობა", - განაცახადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×