
თბილისში 26 წლის კოვიდინფიცირებულ ორსულს 11 კვირის ნაყოფი მოშორდა. საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი მეგი საჯაია ამბობს, რომ პაციენტისთვის კლინიკაში ადგილი დროულად ვერ გამოიძებნა, რის გამოც კოვიდსასტუმროში შეიყვანეს, სადაც მას „ციტრამონი" დაალევინეს.
„დამიკავშირდა 26 წლის გოგო 11 კვირის ორსული, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რადგან დაეწყო მცირე გამონადენი. არ იყო საუბარი ნაყოფის მოშლაზე, შეიძლებოდა შენარჩუნება. ორსულს სწრაფი ტესტი სასწრაფოს მანქანაშივე ჩაუტარდა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ვინაიდან ღუდუშაურის კლინიკა არ არის კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები, მათ ინფიცირებული სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაამისამართეს.
აქ წარმოიქმნა პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფომ არაერთ კლინიკაში დარეკა, ადგილი არსად არ იყო. შესაბამისად სასწრაფომ პაციენტი კოვიდსასტუმრო „ფორტუნაში" გადაიყვანა. კოვიდსასტუმროში შესვლის შემდეგ მას „ციტრამონი" მისცეს. გოგონას დაეწყო ძლიერი ტკივილები, ამის შემდეგ მოიძებნა მისთვის ბოკერიას სახელობის კლინიკაში ადგილი და ორსულს ნაყოფი მოსცილდა", - ამბობს საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი