
კახეთში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 164-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 4,327- ს მიაღწია. imedinews- ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების მიერ გამოვლენილია ახალი დაინფიცირებულების 472 კონტაქტი.
რეგიონის მასშტაბით ბოლო სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: ამ დროისთვის ახმეტაში - 313 კოვიდინფიცირებულია, თელავში -1196, ყვარელში - 358, ლაგოდეხში - 597, გურჯაანში - 828, სიღნაღში - 254, დედოფლისწყაროში - 360 და საგარეჯოში - 421.
ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის 2,197 მოქალაქე, მათ შორის 2,002 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 167 კოვიდ-კლინიკაში, თვითიზოლაციაში იმყოფება 2, 625 ადამიანი, თვითიზოლაციიდან მოიხსნა 304.
რეგიონის მასშტაბით საკარანტინო ზონაში რჩება 67 პირი.