რეზონანსი
02.12.2020

შემოსავლების სამსახური ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებების გასაცემად განცხადებების მიღებას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპენსაციები გაიცემა საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომელთა საქმიანობაც ახალი "ლოქდაუნის" ამოქმედების გამო შეიზღუდა. მთავრობის პროგნოზით, ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით, 100 000 იქნება. 

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მოამზადა მოქალაქეთა მიზნობრივი სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა. იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. ამასთან, განვმარტავთ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. 

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი. 

ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი," - ნათქვამია განცხადებაში. 

მთავრობამ კომპენსაციების გაცემის პროგრამა 26 ნოემბერს დაანონსა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (26)
ჩაწერა სახელი
Nana   (17.12.2020)
Rodis daideba linki rom davregistrirde .dadebt odesme?

Tamuna   (03.12.2020)
Gaarkviet adamianebii sad mividnen gancxadebis shesavsebladd. Ra moxdebaa

tiko   (03.12.2020)
saiti dadet 300lariani daxmarebis, rogor davregistrildet

Xatuna   (03.12.2020)
Rogor unda davregistrilde xome metyvit

Lashs   (03.12.2020)
Ertxel ro avige damaslariani pirvelad ro darigda isev unda davregistrirde gtxovt gamarkviot

მარინა   (03.12.2020)
საიტი დადეთ რომ დავრეგისტრირდეთ.

თამარი   (03.12.2020)
როგორ შევავსო და სად რომელ გვერდზე?

gvanca   (03.12.2020)
gamarjobat rogor unda shevavs gancxadeba

გულნარა ანანიძე   (03.12.2020)
ვმუშაბდი ძიძათ ამ ეტაბზე არ ვმუშაობფ გთხოვთ დამეხმაროთ ჳერ ვავსეფ როგორ მოვიქცე არ ვიცი რა საბუთები უნდა არ ვიცი გთხოვთ დამხმაროთ

lela   (03.12.2020)
ver vavseb damexmaret

Teona   (03.12.2020)
Me davdiodi saxlebis dalagebaze da mainteresebs me rogor warvadgino sabuti roca saxlebs valagebdi da imit virchendi tavs

Melano   (02.12.2020)
Gamarjobad vinc turketshi dadioda sigaretebze imat exeba es daxmareba

მარინა   (02.12.2020)
ვმუშაობ თერგის ბაზრობაზე გამყიდველად 2001 წლიდან და რამდენია ჩემნაირი.ჩვენ რა დავაშავეთ,რომ დახმარებას არ გვაძლევთ.

სოფიო   (02.12.2020)
როგორ დავრეგისტრირდეთ?

Mzia 02 12 2020   (02.12.2020)
Rogorunda davregistrirdet.

nino   (02.12.2020)
mogesalmebit mainteresebs vinc ar muhaobs umuhevaria imas xo ufro unda daxmareba am krisisis dros ufro gahirdeba aranair daxmarebas ar igebs saxelmcifosgan imat ar ekutvnit daxmarebaa

Marina   (02.12.2020)
Vmushaobdi ojaxshizizad amjamad davkarge samsaxuri rogor unda davregistrirde rom mivigo 300 l daxmareba

Sofio   (02.12.2020)
Vmushaobdi ojaxshi zizad amjamad var umudhevari am dituasiidan gamomdinre rogor unda davregisyrirde da raa sabiti unda warvadgino

მარინე   (02.12.2020)
ისევ ხელმეორედ დავკარგე ამ ეტაპზე სამუშაო ვარ ძიძა და სად უნდა შევავსო განაცხადი ან სად უნდა მივმართო პირველ ეტაპზე ვიყავი დარეგისტრირებული

ია   (02.12.2020)
როგორ გავიარო რეგისტრაცის?

ნინო აბულაშვილი   (02.12.2020)
რომელ საიტზე უნდა შევავსო განაცხადი

ნინო   (02.12.2020)
აბულაშვილი

Nana   (02.12.2020)
Rogor vnaxo var tu ara am daxmarebis siashi

ირმა   (02.12.2020)
კერძო ოჯახებში მუშად ძიძადა და ასე შემდეგ მუშაობს მაგალითად ან სხვა ასეთ დასაქმებაზე და რომ შეჩერდა ასეთმა როგორ და წარვასდგინოდ?

ქსენია ნოზაძე   (02.12.2020)
Mainteresebs sad shevavso an vartuara amdaxmarebashi cinaze dzmericxa kiddvunda shevseba tavidan var tvitdasaqmebuli

ამალია ურუშაძე   (02.12.2020)
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ უკვე ვარ რეგისტრირებული ერთჯერად 300 ლარიან დახნარებაზე, გაზაფხულზე, აუცილებელია თუ არა, ხელმეორედ რეგიდტრაცია და რომელ საიტზე და როგორ მოვახერხო ეს. ვარ პენსიონერი, თვითდასაქმებული, რომელმად ახლაც, მეორეჯერ დავკარგე შემოსავალი


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×