რეზონანსი
02.12.2020

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში - მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში", უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა.

ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და "კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს".

"ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესია მდგომარეობაა - სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთ რამ საქართველოში გინახავთ?!", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
???   (03.12.2020)
ვერ ხვდებით,რომ თქვენდამი პატივისცემა უკვა დაღმავალია? ციფრებით ნუ მანიპულირებთ..მსოფლიოში მიღებულ 1 მლნ.მოსახლეზე გადაანგარიშებული მაჩვენებლებს ჩახედეთ და ნახავთ რომ ფსკერზე ვართ...აზერებს და სომხებს გადავუსეარით...მილიარდიან ჩინეთში დღიურად ერთეული დაავადებებია და თქვენ კი აგიჩემებიათ ყველაზე მაგრები ვართო...

******   (02.12.2020)
ბატონო თენგიზ.სხვა საქართველო სად არის.როგორ აკნინებთ ქართველ ექიმებს რომლებიც უცხოეთში მუშაობენ.კარგით რაა ყველაფერს ვხედავთ და ვიცით ვინ სად როგორ მოღვაწეობს.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×