
კობა დავითაშვილი 2 დეკემბერს, გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს. რამდენიმე კვირის წინ მისი მდგომარეობა მნიშნვენლოვნად დამძიმდა და კლინიკაში მკურანლობდა.
კობა დავითაშვილმა 2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა.
ის 2007 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“
2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო, მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში. დავითაშვილმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოლიტიკას, თუ ვერ მოაგროვებდა ხმათა 3%-ს. არჩევნებში ხმათა 0,6%-ის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკას ტოვებდა.
კობა დავითაშვილს 5 ბიჭი ჰყავს. ერთ-ერთი ვაჟის ნათლია მიხეილ სააკაშვილია, მეორესი კი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.
დავითაშვილმა მისი მეუღლე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 1997 წელს გაიცნო. პოლიტიკოსის მეუღლე ინგა ბიწაძეა.
დავითაშვილის მეუღლემ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ კობა მძიმე მდგოამრეობაში იყო.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიბრძვით სიცოცხლისთვის“ – წერდა ინგა ბიწაძე.
როგორც ცნობილია, ინგა ამჯერად არ მუშაობს და ბავშვების აღზრდითაა დაკავებული.
წყარო: დაიჯესტი
