რეზონანსი
02.12.2020

კრიზისიდან გამოსვლის ქვაკუთხედი გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

„არჩევნების გაყალბებამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი კრიზისი და ამ კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების დაკანონება, ამიტომ ოპოზიციაში არ განიხილება პარლამენტში შესვლა. მთავარი, რასაც ჩვენ განვიხილავთ გახლავთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის, ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე და ამის პარალელურად, მზად ვართ ვიმუშავოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები. ყველა ეს საკითხი გახლავთ მნიშვნელოვანი. ამ კრიზისიდან გამოსვლის ქვაკუთხედი გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე. ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა გახლავთ ვადამდელი არჩევნები და ეს არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია მსოფლიოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად", - განაცხადა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეაყ   (03.12.2020)
თქვენი წინასაარჩევნო კვლევებიც ყალბი იყო? უფრო ჭკვიანი მეგონე!

simartle   (03.12.2020)
tqven dedebs shev-i tqve nabozvrebo,gaayalbes, gaayalbes procentebi rom mogimates tqveni dedebi yqventvis gaayalbes,rom isev tqven iyot opozicia,nacbanditebo tqven yvelani cixeshi unda lpebodet.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×