რეზონანსი
02.12.2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ავარია მოხდა. მძღოლი და რამდენიმე მგზავრი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო- ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული დაზიანება აღენიშნებათ.

imedinews-ის ინფორმაციით, TOYOTA PRIUS-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიება მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×