რეზონანსი
02.12.2020

„ევროპული საქართველოს" წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის პოლიტიკური, სამართლებრივი და სამოქალაქო ტერორი. ახვლედიანის თქმით, აჭარას წლიდან წლამდე თორნიკე რიჟვაძის მსგავს პოლიტიკურ არარაობებს ახვევენ თავს.

„როცა ხალხს უმთავრეს კონსტიტუციურ უფლებას ასე უტიფრად ართმევ, უგუნურობითა და გაუმაძღრობით მას სრული უიმედობის, გაღატაკებისა და შიმშილისთვის იმეტებ, ბინძური პოლიტიკური გეგმის აღსასრულებლად ოპოზიციურ ლიდერებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს პოლიტპატიმრებად და მძევლებად აქცევ, ქვეყანას ნორმალური განვითარების ყოველგვარ შანსს უკლავ! როცა მიტაცებულ სახელმწიფოში ასეთ სამარცხვინო მმართველებს ამწესებ, შენ უზურპატორიც ხარ და სისხლის სამართლის დამნაშავეც! რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს პოლიტიკური, სამართლებრივი და სამოქალაქო ტერორია! როგორ არ უნდა გიყვარდეს სამშობლო, რომ ის ასეთ დღეში ჩააგდო! როგორ უნდა გეჯავრებოდეს ჩვენი აჭარა, რომ მას მმართველებად წლიდან წლამდე რიჟვაძის მსგავს პოლიტიკურ არარაობებს ახვევდე თავს! ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამსამარებელი, არაკონსტიტუციური ტირანი- ივანიშვილისა და მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების აღვირახსნილობას ქართველი ხალხი და საქართველოს მოკავშირე თავისუფალი სამყარო მალე დაუსვამს საბოლოო წერტილს!" - აცხადებს ახვლედიანი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×