რეზონანსი
02.12.2020

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარ გახდება ცნობილი, რომ ამ შეხვედრით ნაბიჯი წინ გადაიდგემება.

„ვერ გეტყვით, როდის იქნება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. ჩვენ, ყველა შევთანხმდით, რომ მესამე რაუნდი ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება წინასწარ, რომ ამ რაუნდს შეუძლია შედეგი მოიტანოს და ნაბიჯი წინ გადავდგათ მოლაპარაკებებში. მხოლოდ რაუნდი რაუნდისათვის არ ჩატარდება. შესაბამისად, ამ წუთში ჩვენ არ ვიცით, როდის ჩატარდება შემდგომი შეხვედრა", განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×