რეზონანსი
29.11.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში უკ­რა­ი­ნულ დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლიზა იას­კოა. წყვი­ლი, ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობს", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Strana.ua. 

"გო­გო­ნა პე­რი­ო­დუ­ლად ცხოვ­რობს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში - ლეს­ნი­კის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ქარ­თულ-უკ­რა­ი­ნულ სახ­ლში. მათი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად გა­და­ღე­ბუ­ლი იყო საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­სა და სა­ერ­თო გა­რე­მოც­ვა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლთან, რო­მე­ლიც კი­ევ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. წყვი­ლი ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დაა და მათ სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ", - წერს გა­მო­ცე­მა.

 პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უცხო თვა­ლის­გან და­სა­მა­ლად, სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მეტ­რი­ა­ნი ღო­ბეც კი გა­ა­კე­თა და მე­ზობ­ლე­ბის ფან­ჯრებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­და, თუმ­ცა სა­ერ­თო მე­გობ­რებ­მა წყვი­ლის ფოტო "ინ­სტრაგ­რამ­ზე" მა­ინც ატ­ვირ­თეს.

Strana.ua აგ­რეთ­ვე წერს, რომ იას­კომ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში Covid 19-ის ტესტზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, აქე­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ინ­ფი­ცირ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც.

"რის შემ­დე­გაც წყვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლი­დან სხვა­დას­ხვა ფოტო დ ვი­დე­ო­მას­ლას ტვირ­თავ­და ლი­ზას საყ­ვა­რელ ძაღ­ლთან, ჩაკ­რას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც მას იუ­ბი­ლე­ზე აჩუ­ქეს", - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის­ვე ცნო­ბი­თაც, უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მეტნ­ში წყვი­ლის კო­ლე­გე­ბით­ვის ამ რო­მა­ნის შსა­ხებ უკვე ცნო­ბი­ლია და "მი­უ­ხე­და­ვად დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბი­სა, ლიზა ბედ­ნი­რე­ბის­გან ანა­თებს".

"ბევ­რს არ ეს­მის, რაში სჭრ­დე­ბა ლი­ზას ის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ეს ის ადა­მი­ა­ნი არ არის, რო­მე­ლიც მას კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვილს უამ­რა­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და და უკ­რა­ი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბის მი­მართ მისი ლტოლ­ვა ყვე­ლამ იცის. მათ ერ­თად ხე­და­ვენ რეს­ტო­ნებ­ში, ასე­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დროს. თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა რამ­დენ ხანს გას­ტანს ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი რო­მა­ნი...", - წერს გა­მო­ცე­მა თა­ვის ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით.

ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
******   (01.12.2020)
ხალხო მეტი საქმე არ გაქთ?დაანებეთ თავი ამ კაცს🤣აკეთოს რაცუნდა.

Hugo   (30.11.2020)
სანდრა ყლეზე გაუშვა მიხუინმა??


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×