რეზონანსი
29.11.2020

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი ინტერვიუ ექსკლუზიურად „იმედის კვირას“ მისცა.თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა საკუთარი მკურნალობის და ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ ისაუბრა. ის ასევე იხსენებს, რომ მისი ასაკის და თანმხლები დაავადების გამო კოლეგები პაციენტებთან კონტაქტის შეწყვეტას ურჩევდნენ.

„ჩემი თავისთვის, როგორც ექიმისთვის, ვიყავი ძალიან საინტერესო პაციენტი. ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა. მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო „რემდესივირის“ გადასხმა. სამწუხაროდ ის ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. „რემდესივირი“ შესაძლოა არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არსებულ ვითარებას, შეფერხებებით, მაგრამ უმკლავდება, საუბარი იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ იყო კი უბრალოდ ტყუილია.

„რას ჰქვია ჯანდაცვის სისტემა არ იყო მზად? ამისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არ ყოფილიყო, იმ სიტუაციაში, როცა საქართველოში რაღაც დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელი ახალი შემთხვევების ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, როგორ გაუმკლავდებოდა ამას?“ - აცხადებს ცერცვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (29.11.2020)
ეს მაინც არ ეშვება ურცხვ თვითრეკლამას. ვინ გამოგიგზვნა, თავად ფაუჩიმ თუ ტრამპმა? თუ გამოცდისთვის ნაჩუქარი ნიმუშები გქონდა გადანახული? მიხო და მარო რომ გახდებიან ავად იმათ ვინ "გამოუგზავნის"? მოეშვი თვითრეკლამას, საქმე აკეთე და ხალხს სიმართლე უთხარი: ქვეყანას არ აქვს რესურსი რომ ეფექტური თერაპევტული საშუალებები შეიძინოს და შემოიტანოს. შესაბამისად გადარჩენის ერთადერთი საშუალება არის ნიღბები და ფიზიკური დისტანციის დაცვა.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×