რეზონანსი
29.11.2020

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ავერსის" პრესსამსახურში განუცხადეს, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ, რაც წარმოადგენს რეცეპტით გასაცემ პრეპარატს. მას შემდეგ კი, რაც არასრულწლოვნებმა ფარმაცევტისგან უარი მიიღეს, მას სათამაშო "ფისტოლეტით" დაემუქრნენ.

"ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომელსაც უნდოდა ფსიქოტროპული მედიკამენტი, ფარმაცევტმა მოითხოვა რეცეპტი არ ჰქონდათ რეცეპტი, ვერ მოგცემთო უთხრეს, ამოუღიათ ბავშვებს სათამაშო "ფისტოლეტი", ფარმაცევტებმა გამოიძახეს დაცვის პოლიცია. არანაირი შეიარაღებული თავდასხმა არ მომხდარა" , - აცხადებენ "ავერსში" .

"ინტერპრესნიუსი" შსს-საც დაუკავშირდა, უწყებაში განაცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს არკვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×