რეზონანსი
29.11.2020

როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელოდებიან.

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვით რა ტიპის კონსტრუქცია ექნება ამ შეთანხმებას, თუ მოხდა საერთოდ. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხდა მაშინ ჩვენ მივიღებთ მარტივ პარლამენტს, რომელიც იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტს არ ექნება ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია.

„მათი რაოდენობა არ არის საკმარისი, იმისათვის რომ გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი ქვეყანაში არსებობს არის უიმედობა. ადამიანებს აღარ სჯერათ ხვალინდელი დღის.

ხალხს პოლიტიკური პროცესი აღარ აინტერესებთ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა დგას“, – დასძინა მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, თუ გვინდა საქართველოში სერიოზული ოპოზიციური პარტიების ზრდა მაშინ, პარტიებმა დაფინანსებაზე უარი არ უნდა თქვან.

„დაფინანსების საკითხი და კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. რაც დღეს ხდება არ არის გამჭვირვალე და იმედია, რომ ოდესღაც ეს საკითხი გადაწყდება.

ეს არის მინიმუმი თანხა, რაც პარტიებმა უნდა მიიღონ. საპარლამენტო დაფინანსებაზე ყველა უარს ამბობს, აქ პარტიის დაფინანსებაზეა საუბარი.

ოპოზიციურმა პარტიებმა უარი რომ თქვან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე, საბოლოო ჯამში 1 პარტია დარჩება ქვეყანაში“, – დასძინა მამუკა ხაზარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიგა   (29.11.2020)
ხალხში დადის მოარული ხმები, რომ ნაციონალურ პარტიას ლობირებს დასავლეთი, აჩევნების წინ ისინი ითხოვდნენ ამ პარტიას პარლამენტში ჰქონოდა უმრავლესობის შემდეგ რაოდენობით მეორე ადგილი. ოცნებამ ეს შეასრულა, მაგრამ ნაცებმა სიტყვა გატეხეს და ატეხეს ბუნტი. ამიტომაა ახლა დასავლეთი რომ არ ემხრობა მათ. რატომ არ საუბრობენ რა თემაზე მსჯელობენ აშშ-ს ელჩთან ან სხვა ელჩებთან, იმიტომ რომ ყველამ იცის იქ ღია ტექსტით მიდის საუბარი, რამდენი გადაუმატეს ნაცებს, რამდენი ერთპროცენტიან პარტიებს და ა.შ. ამას ვერც ოცნება იტყვის, რადგან გამოდის, რომ ქართველი ხალხის ზურგს უკან გაურიგდა პარტიას, რომელიც ხალხში არ სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. ხმები რეალურად დააკლდა ვაშაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატებს, მაგალითად ანა დოლიძის ნაცვლად გირჩი რომ გაიყვანეს, ესეც გარიგების ნაწილი იყო. ეს თუ მართალია, გამოდის რომ ამ პოლიტიკას ქმნის უხილავი ხელი და ტყუილა დავდივართ ჩვენ არჩევნებზე.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×