
კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 76-ით გაიზარდა და ამ რიცხვმა 3,658-ს მიაღწია.
რეგიონში ეპიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა-255, გურჯაანი-704, დედოფლისწყარო-326, თელავი-1030, ლაგოდეხი-472, საგარეჯო-355, სიღნაღი-214 და ყვარელი-303.
ამ ეტაპზე მკურნალობას 1, 902 მოქალაქე გადის, აქედან 1,703 დატოვებულია ბინაზე, 30 კოვიდსასტუმროში, ხოლო 169 კოვიდკლინიკაში.
კახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში რჩება 2,344 ადამიანი, საკარანტინო ზონებში კი 35 ადამიანი. ვირუსი სულ 1, 655 პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 132,368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 110,049-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,230 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2,033 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6,373 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3,946 ადამიანი იმყოფება.