რეზონანსი
29.11.2020

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის, ალეკო ძნელაძის განცხადებით, ლოქდაუნის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სესხი არ გადაუვადდებათ.

როგორც საბანკო ასოციაცის ხელმძღვანელი გამოცემა BMG-სთან აცხედებს, იმ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ მეორე „ლოქდაუნის“ გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება სესხების გადავადება“.

ასევე, ძნელაძემ მთავრობის მიერ დაანონსებულ შეღავათების საკითხბზე საუბრისას განმარტა, რომ საბანკო სექტორი რესტრუქტურიზაციისთვის მზადაა და ახლა მსესხებლების ერთიან სიას ელის.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი რეალურად ივნისიდან დაიწყო, უბრალოდ ახლა დამატებით გამოჩნდება ის კომპანიები, რომლებსაც კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში აღნიშნული შეზღუდვები შეეხოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები და ბიზნესები დროულად დარეგისტრირდნენ იმ სახელმწიფო სიებში, რომლებიც სოციალურ პაკეტებს ითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სესხებზე არ მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია, მაგრამ აღნიშნულ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ ამ ლოქდაუნის გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება გადავადება, ეს არის რეალურად რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ალეკო ძნელაძემ.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულობისთვის, მსესხებელმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს ბანკს რესტრუქტურიზაციის შესახებ და აუცილებელია, მთავრობის სიაში უკვე დარეგისტრირებული იყოს.

„ჯერ მთავრობის სიებში რეგისტრაცია დასრულებული არ არის, მაგრამ მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ სიაში უკვე იქნებიან დარეგისტრირებული, მათთვის უფრო მარტივი იქნება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პროცედურის გავლა. აღნიშნული სიების ფორმირება 24 დეკემბრამდე დასრულდება, სიების ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ასეთი მსესხებლების შესახებ ცნობილი არ გახდეს ზუსტად 24 დეკემბერს და მიმდინარე რეგისტრაციის დროს დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და ვინც დარეგისტრირდება, მათთვის არათუ წლის ბოლოს მოხდეს რესტრუქტურიზაცია, არამედ – თანმიმდევრულად“, – განაცხადა ძნელაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებისას ხელისუფლებაში განიმარტა, რომ მიმდინარეობს ბანკებთან მოლაპარაკებები და მათთვის, ვინც მეორე ე.წ. „ლოქდაუნის“ დროს, შეზღუდვების გამო უსამსახუროდ დარჩა, მთავრობის მხრიდან საბანკო სექტორთან შუამდგომლობა იგეგმება.

ამასთან, შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებული ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს. ამასთან ისინი მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
GiorgiG   (29.11.2020)
300 ლარი დედაშენს გაუკეთე მუტელში შენი ცოლ შვილი მოვტყან


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×