რეზონანსი
29.11.2020

ადვოკატი გიორგი ფანცულაია კორონავირუსისგან განიკურნა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. ინფიცირების პერიოდის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ლევან რატიანის დამსახურებაა.

ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ჰყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნავდა წამლებს (დედასაც კოვიდი ჰქონდა)! მოკლედ, სასწაული ადამიანია!

ასევე, მადლობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ შემადგენლობას! ასევე, მინდა ყველა ჩემი ახლობელ-ნათესავს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ამ კოვიდის დროს, ჩემი მაგივრობა გასწიეს, დაუდგნენ ჩემს ოჯახს გვერდში, რათა ღირსეულად დაკრძალულიყო მამაჩემი, ჰამლეტი ფანცულაია!

მთავარია გადავრჩი! მალე ფეხზეც დავდგები!.. რის შემდეგ მამაჩემის დატოვებულ ოჯახსაც გავუძღვები და რა თქმა უნდა, ვიზრუნებ ჩემს პატარა კონსტანტინეზე! ასევე გპირდებით, სულ რამოდენიმე თვეში, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც დავუბრუნდბი! აბა, დროებით, მეტად აღარ შეგაწუხებთ!“, – წერს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×