რეზონანსი
29.11.2020

27 ნოემბერს მცხეთაში მომხდარ საშინელ ავარიას სამი ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ბელა გეგუჩაძე მართავდა, ბორდიურს დაეჯახა, მანქანა ადგილზე რამდენჯერმე დატრიალდა და შემდეგ მტკვარში გადავარდა. გარდაცვლილები არიან ბელა გეგუჩაძე, მარიამ როსტიაშვილი და მაკა შუბითიძე. გარდაცვლილი გოგონების მეგობარს, ირინა გერგედავა მომხდარზე საუბრობს:

"სამივე ჩემი მეგობარია, ჩემი სულის ნაწილი, განადგურებული ვარ ამ ამბით, ცოცხალმკვდარი. ბელა გეგუჩაძის მეუღლე ჩემი შვილის ნათლიაა, ნათელმირონები ვართ. ყველანი ერთად მოვდივართ, ერთ უბანში ვცხოვრობდით. სამივეს 3-3 შვილი ჰყავს. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ისინი აღარ არიან. ბელა გეგუჩაძე ექთანი იყო, მცხეთაში მუშაობდა, მანამდე თბილისში, ციციშვილის კლინიკაში. სამი მცირეწლოვანი დარჩა, 2 ბიჭი და ერთი გოგონა. სამივე სიცოცხლით სავსე, სათნოების განსახიერება გოგონები იყვნენ. ერთად ვიყავით მთელი უბნის რძლები ყოველთვის.

ბელას დიდი ხანი არ არის, რაც მართვის მოწმობა ჰქონდა აღებული. მან პირველივე გასვლაზე ჩააბარა პრაქტიკაც და თეორიაც. 2 კვირა იქნება, რაც მანქანა იყიდა და მივულოცე კიდეც. თავის ძმებს ჰყავდა მანქანა და არ ვიცი მანამდე ატარებდა თუ არა. გამორიცხულია ჩქარა წასულიყო, ახალბედა მძღოლი იქ სიჩქარით ვერ ივლიდა. სიმართლე ჯერ არავინ იცის, ვნახოთ, გამოძიება რას იტყვის. 

როგორც გავიგე, ფაქტს თვითმხილველი ჰყავს. მძღოლი შეესწრო თურმე ამ ავარიას. ის ამბობს, მანქანას მარჯვენა მხარე, ანუ წინა საბურავი, წინა თვალი, ჩაუვარდა გზაზე თხრილში, მერე რა მოხდა არ ვიცით, შიშის ფაქტორი იყო თუ დაბნეულობის, არავინ იცის, ამბობენ მუხრუჭის მაგივრად სიჩქარეს მისცაო. თუმცა, ეს შეიძლება ჭორი იყოს, ამიტომ დაველოდოთ ექსპერტიზას", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ირინა გერგედავა.

წყარო: "კვირის პალიტრა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×