რეზონანსი
28.11.2020

კახეთში COVID19-ის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით კი სულ 3,582 ინფიცირებულია.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების რაოდენობა მუნიციპალიტეტის მიხედვით ასეთია: ახმეტა-33, გურჯაანი-36, დედოფლისწყარო -16, თელავი -44, ლაგოდეხი- 58, საგარეჯო-12, სიღნაღი -9 და ყვარელი-28.

სპეციალისტებმა ახალი ინფიცირებულების 204 კონტაქტი გამოავლინეს და ყველა მათგანი უკვე გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

დღეს ცხელების ცენტრს თვითდინებით 89 პაციენტმა მიმართა. თვითიზოლაციაში 2, 344 მოქალაქე რჩება, თვითიზოლაციიდან კი 264 ადამიანი მოიხსნა. რეგიონში არსებულ საკარანტინო ზონაში 35 პირი იმყოფება. დღის განმავლობაში 89 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს რიცხვი 1655-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×