რეზონანსი
28.11.2020

„თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ დავაგდეთ, გერმანიიდანაც რომ ჩამოვიყვანოთ ექიმები, მხოლოდ რამდენიმე დღეს მოვიგებთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სწორედ მომზადების შედეგია ის, რომ დღეს 4000-5000 ადამიანს უძლებს სისტემა, არის ბევრი ხარვეზი, პირველად ჯანდაცვას უჭირს, სასწრაფოს უჭირს, სტაციონარებს უჭირთ, მაგრამ ეს ხარვეზები დაძლევადია. პერსონალს კიდევ ერთხელ უნდა დავუკრათ ტაში, რადგან ზღვარზე მუშაობენ. ბევრი ჩემი კოლეგა დაიღუპა, იმიტომ, რომ თავს სწირავენ თანამოქალაქეების ჯანმრთელობას“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, იმდენად კატასტროფულად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამას კარგად მომზადებული სისტემაც ვერ გაუძლებს.

„რეზერვები არის და ეს იქნება გაძლებადი, თუ ორი კვირის განმავლობაში გავრცელებას შევანელებთ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×