რეზონანსი
28.11.2020

გაურკვევლ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ირწმუნება რომ გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის მიერ აფთაიაქში წამლების შეძენის ფაქტს ვერ ადასტურებს.

სამართალმცოდნე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია და გამოძება დამნაშავის გამოვლენის ნაცვლად, მკვლელს ხელს აფარებს.

„თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმე.

გამოძიებამ შეკითხვაზე მიიღო შემდეგი პასუხები აფთიაქებიდან, სადაც თამარის ყოფნის ვიდეო-ჩანაწერი

გამოძიებამ გაასაჯაროვა:

შპს „ემ ფარმა“ 31.07.2020წ.

შპს „ნეოფარმი“ 28.07.2020წ.

შპს „გეფა“ 24.07.2020.

შპს „პე-ეს-პე“ 27.07.2020.

შპს „ავერსი“

13.08.2020წ

შპს „ფარმა სახლი“

2020 წლის 01 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით ამოღებული იყო გაყიდვიდან მედიკამენტი „A“ რომელიც აღმოჩნდა მის ორგანიზმში, ცარიელი ორი ფირფიტა კი მის ავტომობილში, რომელიც აფთიქარების ჩვენებების თანახმად თამარის მიერ არ იქნა შეძენილი, რადგანაც მათი პასუხის თანახმად მედიკამენტი „A“ წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს 11 მუხლის თანახმად განეკუთვნება ll ჯგუფს და გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ივლისიდან გამოძიებას მოთხოვნილი აქვს ინფორმაცია მთელ სააფთიაქო ქსელში იქნება ოჯახის წევრს ხომ არ აქვს შეძენილი და სახლიდან ხომ არ ჰქონდა წაღებული, რომ თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ, რაც არ გამოსდით, რადგანაც ვერც ოჯახის წევრის მიერ შეძენის ფაქტი დასტურდება და არც რეცეპტი არსებობს.

არსებობს ერთი სიმართლე 23 წლის თამარი მოკლულია და მკვლელებს ხელს აფარებენ, შემდეგი მსხვერპლი ვინ იქნება? ვინც გეწინააღმდეგებათ, სიმართლის დასადგენად იბრძვის და არ გემორჩილებათ?ეს ყველაფერი ივლისიდან იცის გამოძიებამ, რომ თამარს არ შეუძენია მედიკამენტები და თავი არ მოიკლავს იგი მოკლეს და გამოძიება ეძებს არა მკვლელებს არამედ მალავს მათ.

რას ერჩოდით ბავშვს, თქვე მშიშრებო და ლაჩრებო, აფერუმ თქვენს კაცობას და მიმიფურთხებია მათთვის ვისაც მაიმუნივით ხელები აქვს აფარებული თვალებზე, ყურებზე და პირზე, თფუი თქვენ“, - წერს რამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ეკა-ს   (28.11.2020)
როგორც ჩანს,ყარაბაღში ომის დამთავრებას უცდიდა და ფურცხვანიძის გათავისუფლებას.

ეკა   (28.11.2020)
აქამდე სად იყავი? ეს თვენახევარი გაჩუმბული რომ იყავით სად იყავით? თუ ახლა ფული შემოგაკლდა და დაიწყე ისევ?


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×